დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს - ორგანიზაცია „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს შეეხო და განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის მნიშვნელობაზე, მის როლზე და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.
„ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს. ვმუშაობთ და ვქმნით საფუძვლებს ტურიზმის მეტად განვითარებისთვის, რომ შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელ მომავალზეც ყველა ვოცნებობთ,“- მიმართა სტუდენტებს გიორგი ბეგაძემ.
შეხვედრის დასასრულს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს წარმატებები უსურვა.