ბიძინა ივანიშვილი რუსთავში ჩამოვა

2019-10-20 11:56:53

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რუსთავში შეხვედრას გამართავს - ამის შესახებ პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე, რუსთავში არსებულ პრობლემებთან, მათ შორის გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ინფორმირებულია.

"ლიკანში, პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გაჟღერდა ეს საკითხი, მაგრამ იქვე გადაწყვეტის გზებზე საუბარი არ გვქონია. პარტიის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ რუსთავთან ექნება ცალკე შეხვედრა. ეს საკითხი განიხილება დამერწმუნეთ და ეს იქნება ძალიან პრინციპული მიდგომა", - განაცხადა პაატა მხეიძემ.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რუსთავში დაგეგმილი შეხვედრა, გარდა გარემოს დაცვის საკითხებისა ასევე შეეხება ავტობანის და სპორტის სასახლის შეჩერებულ პროექტებს და სხვა აქტუალურ საკითხებს.