პატრულის ავტომობილი ამოტრიალდა

2019-10-08 11:25:32

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან ახლოს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

შემთხვევა მუხრანის ტყეში მოხდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.