„შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

2019-10-04 21:44:42

„შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას.

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.