სოც. სააგენტო 11 წლის გოგონაზე

2019-09-30 14:13:50

"ოფიციალური ინფორმაცია არ არის შემოსული და სატელევიზიო გადაცემებით მუშოაბაში არ ვერთვები", - ამის შესახებ ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესიკ ტეფნაძემ, რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, მოსწავლე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბენეფიციარია.

"როგორც კი მომაწოდებს პოლიცია ოფიციალურ ინფორმაციას, ჩაერთვება მოსწავლესთან მუშოაბაში ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი. ბავშვი ვიცი ვინც არის, ჩვენი ბენეფიციარია და აღრიცხვაზე იმყოფება. მასთან სოც. მუშაკს და ფსიქოლოგს აქვს ნამუშევარი", - აცხადებს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, დილიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო რუსთავის #5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლის მოსწავლეების მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმ მე-6 კლასელი გოგონას წასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის პედაგოგი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალდებებს უარყოფს გოგონას დედა და მოსწავლის სკოლიდან წაყვანაზე უარს აცხადებს .

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები