რუსთავში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უარყოფენ და ამბობენ, რომ ქალაქში გველის ამ სახეობის გახშირება არ შეინიშნება.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ბოლოს გიურზა რუსთავში ივლისის თვეში აღმოაჩინეს, რა დროსაც ქვეწარმავალმა ახალგაზრდა მამაკაცი დაკბინა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვეში რუსთავში 15 გველი დაიჭირეს. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მათ შორის შხამიანი ქვეწარმავალი არ დაფიქისრებულა.
სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, გველის შენიშვნის შემთხვევაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დაუყოვნებლივ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.
ცხელი ხაზი:
დღის საათებში - 0341 24 10 44, 0341 29 37 75
ღამის საათებში - 0341 22 47 37, 0341 22 00 05.