რუსთავში რამდენიმე დღის წინ, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. ფაქტს საზოგადოების მხრიდან "ინფო რუსთავი"-ს ფეისბუქ გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, დაუყონებლივ უნდა დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე.
"არანაირად არ უნდა ეცადოს მოქალაქე გველის დაჭერას ან ხელის შეხებას, ადგილზე გამოცხადდებიან ჰერპეტოლოგები, რომლებიც საჭირო უნარჩვევებითა და საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილნი დაიჭერენ ან ადგილზე გააუვნებელყოფენ ქვეწარმავალს. დაკბენის შემთხვევაში ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო 24 საათის განმავლობაში მზად არის პაციენტს შესაბამისი დახმარება გაუწიოს ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი შხამიანი ქვეწარმავლის საწინააღმდეგო შრატებით" - განაცხსდა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა.
სპეციალისტები მაღალ ბალახში და მიტოვებულ სამშენებლო ტერიტორიაზე სიარულისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს.
ცხელი ხაზი:
დღის საათებში - 0341 24 10 44, 0341 29 37 75
ღამის საათებში - 0341 22 47 37, 0341 22 00 05.