რუსთავი LED გარე განათებაზე გადადის

2019-08-27 17:56:44

რუსთავში არსებული გარე განათებები LED სანათებით ჩანაცვლდება. განათების ქსელი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკვე მოეწყო.

სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიზე დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე 85 საყრდენი ბოძი შეიღება რომელზეც ხვალ, 28 აგვისტოს 170 ახალი სანათის დამონტაჟება დაიწყება. რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, ანალოგიური სამუშაოები გოგებაშვილის ქუჩაზე უკვე განხორციელდა. ახალი სანათი წერტილები ასევე დამონტაჟდება გაგარინზე, რუსთაველზე, აღმაშენებელზე, ტაშკენტის და ქუთაისის ქუჩებზე. ამ ეტაპზე პროექტი 600 სანათის ლედ განათებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"ჩვენი მიზანია  ქალაქის გარე განათების ქსელი ეტაპობრივად  გადავიდეს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც რუსთავის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას რამდენიმე პროცენტით შეამცირებს.