მედიკამენტები 1 ლარად

2019-08-06 14:12:52

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგენა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების ყიდვა გარკვეული ჯგუფებისთვიის ერთ ლარად იქნება შესაძლებელი.

პრემიერმინისტრის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. ეს პროგრამა კი ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე განიხილება სიღარიბესთან ბრძოლად. 

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება, ეს განცხადება პრემიერმინისტრმა 16 ივლისს გააკეთა.

ახალი ინიციატივა მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მისი მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, ლარად იღებდნენ.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, მედიკამენტებისთვის ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო და სწორედ ამიტომ მთავრობამ ახალი ინიციატივის ამოქმედება გადაწყვიტა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და მათ 35 დასახელების მედიკამენტის მიღება ერთ ლარად შეეძლებათ. ესენია: გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, პარკინსონის, ეპილეფსიის, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვების დაავადებების სამკურნალო საშუალებები.