მედიკამენტები 1 ლარად

2019-07-16 17:41:47

"დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად" - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.

"მე რამდენიმეჯერ ვახსენე წინა მთავრობების სხდომების დროს, მანამდე საქართველოს პარლამენტში, რომ ერთერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა