საგარეჯოში ნაწამები ცხოველის ნეშტი იპოვეს

2019-07-15 17:08:23

ცხოველთა უფლებადამცველი მეგი ლომსაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაწამები ცხოველის ნეშტი ჩანს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ვთაგავ! კანონის გამკაცრების გვირგვინია ეს ფაქტი! საბრალო ცხოველები როდემდე უნდა ტანჯოს ამ ნაძირალა ხალხმა?“ – წერს მეგი ლომსაძე.

კადრები მძიმე სანახავია, ამიტომაც მისი გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა გეტყვით, რომ როგორც ვიდეოში ჩანს, ძაღლს სავარაუდოდ ჯერ კიდურები მოაჭრეს, შემდეგ კი დაწვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.