მიკროავტობუსებისთვის შეზღუდვები დაწესდება

2019-07-14 14:39:13

კომპანია "სისტრამ" დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა მარშრუტები და ძირითადი არტერიული ქუჩების ჩამონათვალი - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქუჩებს შორის არის: ჭავჭავაძის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ.

"რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სისტრას ეს ეტაპი დარჩა რომ გადმოგვცეს. თუმცა, მათი მოკლე მარშრუტების ნაწილი უკვე გადმოცემული გვაქვს. მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები - ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,"-აღნიშნა მუმლაძემ.