პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა გაიზარდა

2019-07-13 13:17:16

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობაზე ჯარიმა დღეიდან გაიზარდა.

საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.