აქცია რუსთავის საკრებულოს წინ

2019-07-13 13:25:32

რუსთავის საკრებულოს შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის კომენტარის შინაარსს აპროტესტებდნენ, რომელიც ონიანმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუსნთან დაკავშირებულ პოსტზე დაწერა.

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის”, - წერს ლევან ონიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო მოხელისგან შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი შინაარსის განცხადებები განსაკუთრებით მიუღებელია. ისინი ონიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

"სირცხვილია, საკრებულოს თავმჯდომარის უხამსი და დისკრიმინაციული შეფასება. სირცხვილია, უტიფარი ტყუილი, რომ თითქოს სხვას გულისხმობდა, მას შემდეგ, რაც ფაქტს მოჰყვა საზოგადოების მწვავე და სამართლიანი აღშფოთება. თუნდაც სხვას გულისხმობდეს, ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა სირცხვილი. ამხელა თანამდებობებზე მასიურად ამდენი შემთხვევთი პირის ყოფნაა სირცხვილი. ჩვენ მოვუწოდებთ ლევან ონიანს მოიხადოს ბოდიში მისი დისკრიმინაციული და უხამსი შეფასების გამო", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო იმედაშვილი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიაში გაჟღერდა, ლევან ონიანმა განაცხადა, რომ ის კომენტარში არა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, არამედ სხვა ინგას გულისხმობდა