15 ივლისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-07-14 12:17:51

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ივლისს ელექტროენერგია 11:00-დან 12:0 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სამგორში, ნასაგურში, დიდ ლილოში, ვარკეთილში, მარტყოფში.

11:00-დან 12:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს ლეჟბადინი, პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კაპანახჩი, ქურთლიარი, დიდი მუღანლო. 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს ბაიდარი, ქურთლიარი, დოლისყანა, წერეთელი და მიმდებარე სოფლებს. 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს დიდი მუღანლო, მუღანლო, ქურთლიარი, მოლაოღლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.