შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-07-10 19:15:38

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი გარდაიცვალა.

მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რა დროსაც ტრაილერი გზიდან გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


წყარო: აჭარის ტელევიზია

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI