"საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ქვეყანას არ აწყენდა რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაეზიარებინა", - აცხადებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი.
გავრილოვმა აღნიშნული განცხადება კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.
„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.