სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა

2019-07-09 14:38:19

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ არ აჰყვეს ესკალაციას.

"მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისი დახასიათებით რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად"
  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გააგრძელონ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება.