რას ითხოვენ აქციის მონაწილეები

2019-07-08 23:41:14

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები მიმდინარეობს.

სხვადასხვა შინაარსის აქცია ორ ლოკაციაზე რუსთაველის ქუჩაზე და პარლამენტის წინ იმართება.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, გიორგი ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები ისევდაისევ მოითხოვენ, რომ არ გაიმართოს "თბილისი პრაიდი".
ასევე გიორგი ვასაძე მტავრობას და პარლამენტს წაუყენა 2 მოთხოვნა: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და გაუქმების თანავე მიღებულ იყოს გარყვნილების საჯარო პროპაგანდირების ამკრძალავი კანონი.

ხოლო რუსტაველის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციების მიმდინარეობის დროს ადგილი ჰქონდა რამდენიმე მცირე ინციდენტს, თუმცა პოლიციამ დროულად ამოწურა ინციდენტი.

ორ სხვადასხვა აქციის მონაწილეს ერთმანეთისგან ყვითელი ავტობუსები და პოლიციის რამდენიმე მწკრივიანი ხელოვნური კედელი ჰყოფს.