9 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-08 17:37:18

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივლისს ელექტროენერგია შეეზღუდება:

11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს  სოფლებში ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ფოლადაანთკარი, ფონიჭალა და და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, ორმაშენი, საჯა, კიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს გომარეთი, ქვემო კარაბულახი, სარკინეთი, ახა და მიმდებარე სოფლებს.

15:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნახიდური, სავანეთი, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებს, დაბა კაზრეთს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.