"სამუშაოები მინიმუმ 3 თვეში დაიწყება"

2019-07-08 14:10:10

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემით შეწუხებულ ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელბს ეხება, ადგილობრივი თვითმმართველობა ეხმაურება.

ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელის ზვიად ლაბაძის თქმით, ტენდერი პროექტის შესყიდვასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა გამოცხადდა. მისივე ვარაუდით, სამუშაოების დაწყება შესაძლებელი მინიმუმ 3 თვეში იქნება, მანამ კი მოსახლეობას საკანალიზაციო მილის გაწმენდისთვის საჭირო მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

"უკვე ტენდერი გამოვაცხადეთ პროექტირებაზე. მათ მიერ აპრილის თვეში დაწერილ განცხადებაზე მოხდა რეაგირება და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯიც. მთელი პროცედურებია გასავლელი და არის რაღაცები, რაც ჩემზე არაა დამოკიდებული. კარგ ვარიანტში სამუშაოების წარმოება 3 თვეში უნდა დაიწყოს. რისი შესაძლებლობაც გვაქვს ახლა არის ის, რომ ჭარბი ნალექისგან გავათავისუფლოთ სარდაფი. ამ კუთხით შგვიძლია უფასოდ მოვემსახუროთ მოსახლეობას, რამდენჯერაც იქნება საჭირო, სანამ პროექტს არ განვახორციელებთ", - აცხადებს ზვიად ლაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრელები უკვე 8 თვეა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემით არიან შეწუხებული. მათ მერიას განცხადებით აპრილის თვეში მიმართეს და პრობლემის მოგვარება სთხოვეს.

როგორც ზვიად ლაბაძე აცხადებს, მოსახლეობას მერიისთვის პრობელემის საწყის ეტაპზე რომ მიემართა, ის უკვე აღმოფხვრილი იქნებოდა.