თურქეთში წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2026-10-15 13:40:20

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქული მედიის ცნობით, რაიონებში შეფერხდა ტრანსპორტირება. ტალახში და წვიმაში მოყვნენ ადამიანები და მანქანები.

მიწისქვეშა გადასასვლელები და გვირაბები წყლით გაივსო, ზოგიერთ რაიონში კი ხეები წაიქცა და მეწყერი ჩამოწვა.

სტამბოლის ფატიხისა და სარიერის რაიონებში ორი ადამიანი დაიღუპა.