"ხალხი ანტისანიტარიით შეწუხებულია" [photo]

2019-07-07 13:03:39

"ინფო რუსთავს" ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.

ადგილობრივების თქმით, უკვე 8 თვეა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა აწუხებთ. 3 თვის განმავლობაში დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართეს, დაწერეს განცხადება, თუმცა უშედეგოდ.

"ფალიაშვილის 4 ნომერში არის გარე პერიმეტრზე დაზიანებული კანალიზაციის მილი. ხალხი არის შეწუხებული, ანტისანიტარიაა უკვე, ბავშვები ვერ გამოდიან ვერ თამაშობენ, იმიტომ, რომ მოიწამლებიან. მერიას არაერთხელ მივმართეთ, დაწერილი მაქვს განცხადება, მაგრამ რეაგირება არ ხდება. ხალხი არის გაჭირვებული, თითქმის ყოველდღე თანხა იკრიბება, 4-5 ლარს დებენ და კერძო პირი აწარმოებს გაწმენდის სამუშაოებს" - განაცხადა საცხოვრებელი კორპუსის თავმჯდომარემ კიკილაშვილმა ნანამ

ადგილობრივები დროულ რეაგირებას ითხოვენ და მზად არიან თანადაფინანსებით მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა.