საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები შეწყდა

2019-07-08 11:54:25

დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა სრულად შეჩერდა. საქართველოში ფრენების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს მიიღო.

ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.

რაც შეეხება ქართული ავიაკომპანიების, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა.