აქცია “რუსთავი 2”-ს შენობასთან

2019-07-08 04:05:33

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლდამცავი ორგანოების მიერ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაა როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას, ისე არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართ. 

აქციის მონაწილეების თქმით, გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და მიზნად რუსეთის გაღიზიანებას ისახავდა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან ომის გამოცხადების ტოლფასია. გარდა ამისა, აქციის მინაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და ტელეკომპანიის შენობასთან იქნებიან მანამ, სანამ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არ დატოვებენ სამუშაო ადგილებს, ნაწილი კი სკანდირებს: "საქართველო რუსთავი 2-ის გარეშე".

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. მიმდინარე პროცესები გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა "პოსტკრიმტუმის" ეთერში გაკეთებულმს განცხადებამ გამოიწვია. ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე მიმართა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.