სკოლის ეზოში ცხედარი იპოვეს

2019-07-06 16:10:46

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ.

„დიდი ხანია, ვგრნობდით უსიამოვნო სუნს და დღეს გაირკვა რომ სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იყო. ცხედარი ისეთ ადგილზე იყო ნაპოვნი, რომ თუ სწავლა არ არის, იქ არავინ მივიდოდა. დღეს ეზოს გათიბვის დროს, მთიბავებმა ცხედარი შემთხვევით იპოვეს და პოლიციამ გადაასვენა”, – განაცხადა ადგილობრივმა.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი