ტურისტული საფეხმავლო ბილიკები [photo]

2019-07-05 17:18:08

მარნეულში ტურისტული საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სალაშქრო ტურიზმის განვითარების მიზნით საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღეს, პირველი ლაშქრობა წოფი- სიონის მიმართულებით შედგა, რომელშიც მონაწილეობას, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იღებდა.

დღევანდელი ლაშქრობის სლოგანი „გაიცანი მარნეული“ იყო.

საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება-მონიშვნის სამუშაოები მერიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

მარნეულის საფეხმავლო მარშრუტები მოიცავს მუნიციპალიტეტის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა შორისაა უძველესი ძეგლები და მათი ნაშთები.

აღნიშნულ ტურისტულ მარშრუტში ღირსშესანიშნავი ადგილები, საპიკნიკე ზონები და პანორამული ხედები შედის.

 

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.