თბილისში მამაკაცი დაჭრეს

2019-07-04 16:32:46

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.