გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

2019-07-04 13:17:27

მსახიობი და ყველასთვის ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მეტსახელად "გოგიჩა" გარდაიცვალა.

ინფორმაციას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მისი მეგობრები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, გიორგი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.