შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

2019-07-04 12:17:10

მერმა აზერბაიჯანის აგრარული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მეზობელი ქვეყნიდან მარნეულში სტუმრად მყოფ ოფიციალურ პირებს, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პოტენციალი გააცნო, აგრეთვე დაათვალიერებინა ადგილობრივად ფუნქციონირებადი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.

მერიაში ოფიციალური შეხვედრის შემდგომ, მხარეები „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრნენ, რომლის შემდგომაც, ჩითილების საწარმოს „მზა ჩითილს“ ესტუმრნენ, სადაც ბოსტნეულის წარმოების პირველ ეტაპს გაეცნენ. სტუმრებმა დღესვე დაათვალიერეს დამია-გეურარხში არსებული პომიდვრის სასათბურე მეურნეობაც.

„აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საინვესტიციო პლათფორმაზე, რათა მეტი დაინტერესებული პირი მოვიზიდოთ მარნეულში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს