4 ივლისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-07-03 17:33:17

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

12:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთში, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, პანტიანი, ლოქჭანდარი, გორა და მიმდებარე სოფლებში.

14:30-დან 15:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, პატარა თონეთი, ზირბითი, ცხრაკუდაანი, გუგულას ქედი და მიმდებარე სოფლებს.

15:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი, შაუმიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.