ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში

2019-07-02 19:59:21

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შეკვეთილში.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მიკროავტობუსს ბათუმიდან სენაკის მიმართულებით, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.