ნიკა მელიას საქმე

2019-07-02 12:41:26

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეპუტატ ნიკანორ მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა გამოააცხადა.

სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას აპროტესტებდა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

დაცვის მხარემ კი მელიასთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით შეიტანა მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელი. ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოს განჩინებით მელიას შეეზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილება, რაც არაკონსტიტუციურია.

ნიკა მელიას ეკრძალება პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით მოახდენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე მიიღეს.