2 წლის ბიჭი მაკრატლით დაიჭრა

2019-07-02 11:45:10

მარნეულში 2 წლის ბავშვი მაკრატლით დაიჭრა. ბავშვს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედა შვილს ფიზიკურად უსწოედბოდა, რა დროსაც ის მაკრატელზე დაეცა და თვითდაზიანებები მიიღო. თუმცა, თავად მცირეწლოვანის დედა შემთხვევის განსხვავებულ ვერსიაზე საუბროს. მისი თქმით, ხელსაქმით იყო დაკავებული, რა დროსაც ბავშვის დაცემის და შემდეგ ტირილის ხმა გაიგონა. როგორც 2 წლის ბიჭის დედა აცხადებს, როცა შვილთან მივიდა, მას უკვე გულმკერდის არეში სისხლი სდიოდა.

ბავშვის ჯანმრთელობის სიმძიმიდან გამომდინარე, მარნეულის კლინიკიდან 2 წლის ბიჭი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. იაშვილის კლინიკის ექიმის, თამარ ბერუაშვილის ინფორმაციით, 2 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.