ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2019-06-30 11:06:20

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავარია სოფელ შიბლიანის მიმდებარედ მოხდა.

ერთმანეთს "მერსედესის" ჯიპის ტიპის და ასევე "მერსედესის" სედანის ტიპის ავტომობულები დაეჯახნენ.

შეჯახების შედეგად "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დედა და 2 მცირეწლოვანის ავტომობილიდან გადმოყვანა მოხერხდა, მანქანიდან ვერ გადმოვიდნენ და ადგილზე დაიწვნენ 42 და 52 წლის მამაკაცები. ასევე დაშავდა ქალი რომელიც "მერსედესი"-ს ჯიპის ტიპის მანქანაში იმყოფებოდა.

ოთხივე დაშავებული საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით დედის და მისი 2 მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.