"ვაჟაობა" თონეთში [photo]

2019-06-29 16:10:55

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ თონეთში, კულტურული ღონისძიება - „ვაჟაობა“ გაიმართა.

ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სახელობის დიდი თონეთის საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით დაიწყო.

თონეთის საჯარო სკოლის ეზოში კი, მოეწყო სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები, ასევე გაიმართა თეატრალური წარმოდგენა - ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.

ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ვუყრით საფუძველს აქ თონეთში. ვაჟა-ფშაველა იყო და არის უზარმაზარი ჰუმანისტი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, დრამატურგი და პედაგოგი. ძალიან მნიშვნელოვანია და მრავლისმთქმელია, რომ ამ ბუმბერაზი ადამიანის პედაგოგიური მოღვაწეობის ორი წელი უკავშირდება თონეთს, ეს არის ძალიან დიდი გამართლება", - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვიმა.

"ვაჟაობა" წელს პირველად ტარდება და უკავშირდება ვაჟა-ფშაველას 1886-1888 წლებში, სოფელ დიდ თონეში პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ღონისძიება "რეგიონის" სოლისტის ლაშა ნოზაძის გამოსვლით დასრულდა.