მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

2019-06-29 15:33:07

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში უბედური შემთხვევა მოხდა, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო.

ცხედრები მაშველებმა დღეს იპოვეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამა 11 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.