საფრანგეთი საქართველოს 13 მოქალაქეს დაატოვებინეს.
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ჩარტერული ავიარეისით საქართველოში 13 მოქალაქე, 5 ოჯახი დაბრუნდა.
ტულუზა-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.