მამუკა ბახტაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა

2019-06-28 14:03:20

"მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის მადლობა პირადად ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან", - საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

მამუკა ბახტაძე ამ წუთებში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

როგორც პრემიერ-მონისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის ღამეს ქვეყანას მძიმე სცენარი აარიდა. მისი თმით, უწყებამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის წინააღმდეგ იყო მიმართული.