თბილისში, აფთიაქი დააყაჩაღეს.
ცოტნე დადიანის ქუჩაზე, უცნობი პირი "ავერსის" აფთიაქში შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ცივი იარაღით მამაკაცი შეიჭრა და 500 ლარამდე ოდენობის თანხა გაიტაცა რის შემდეგაც მიიმალა.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.