"გამოძიების დასრულებამდე მე ვრჩები აქ"

2019-06-27 20:53:38

"სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლის ნაწილში, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმას გულისხმობს, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ. როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებსაც მივიღებთ, არანაირი პრობლემა არა მაქვს მე ამ სავარძელში ჯდომის", - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

"ეს ტყვიები თუ არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი. მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე. ვინ გასცა ბრძანება, ხაზგასმით აღვნიშნავ, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა, მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლის ნაწილში, რაც სახელმმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმას გულისხმობს, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ. როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს, იმ შედეგებიდან გაამომდინარე, რა შედეგებსაც მივიღებთ, არანაირი პრობლემა არა მაქვს მე ამ სავარძელში ჯდომის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.