ბავშვმა მამა შემთხვევით მოკლა

2019-06-26 16:45:42

უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში.

მამა 12 წლის გოგონასთან ერთად მაგთიკომის სადგურზე იმყოფებოდა სადაც ის გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა.

ბავშვის ხელში აღმოჩნდა სანადირო თოფი, რომლის სასხლეტსაც შემთხვევით თითი გამოკრა და მამას ჭრილობა თავის არეში მიაყენა.

51 წლის მამაკაცი მიყენებული ტრამვების შედეგად შემთხვევის ადგიზე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.