დეპუტატ ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
სხდომა ხმაურის ფონზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომის ჩატარება საგანგებო რეჟიმში მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.