აქციაზე მინისტრის ნომერი გამოაცხადეს

2019-06-26 00:26:59

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო  ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"- ს ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ნომერი გამოაცხადა.

აქციის მონაწილეებს მოუწოდეს რომ გახარიას ერთსიტყვიანი მესიჯი, "წადი" გაუგზავნონ. 

ჯერჯერობით უცნობია ნომრები რომელიც აქციის დროს გამოაცხადეს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა გიორგი გახარიას.