საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

2019-06-25 22:22:28

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბიძგები თბილისის დროით 21:42 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა დაფიქსირდა, ქალაქ ლაგოდეხის - ჩრდილო-დასავლეთით 13კმ. სოფელი ზემო ხეჩილი - 5კმ.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.