არეულობა პარლამენტში

2019-06-25 12:17:16

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ოპოზიციამ გიორგი გახარიას გადადგომა პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან გაბედული ნაბიჯია. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მის მიმართ დასაწყისში დადებითი განწყობა და მოლოდინი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ და ვერ დავინახოთ კადრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოხატული ძალადობის შესახებ. ამაზე შეუძლებელია, ვინმემ პასუხისმგებლობა არ აიღოს. ვფიქრობ, რომ გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ – ამბობს ბესელია.

პლენარული სხდომა ამ დროისთვის შეწყვეტილია.