Tbilisi Open Air დასრულდა [video]

2019-06-24 13:18:11

Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე გამოსვლა ჯგუფმა "Green Room-მწვანე ოთახი" ანტიოუკუპაციური სიმღერით "ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის" დაასრულა. [ვიდეო/video]

ფესტივალი Lisi Wonderland-ში 3 დღის განმავლობაში, 21, 22 და 23 ივნისს მიმდინარეობდა.

Open Air-ის ფარგლებში თბილისს 60-ზე მეტი არტისტი და ათასობით სტუმარი ეწვია. შემსრულებლებს შორის იყვნენ Franz Ferdinand, Mogwai და Unkle.

წელს Tbilisi Open Air-ის მეათე იუბილე იყო.