პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სცენა და აპარატურა წაიღეს. ამის გამო ადგილზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს უკან დააბრუნოს სცენა, ჯებირები და აპატარატურა. "გონს მოეგეთ, თორემ კიდევ უფრო მტკიცე პროტესტს მიიღებს,"- თქვა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია მალევე უპასუხეს თბილისის მერიიდან.
„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.
რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნულია თბილსერვის ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტთან დემონსტრაცია დღეს საღამოს ისევ გაიმართება. ისინი შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.
მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთც დარბევისას ძალას გადაამეტეს.