ვახტანგ ჩიდრაშვილი ჩემპიონია

2019-06-22 20:36:26

ვახტანგ ჩიდრაშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია! ქართველმა სამბისტმა (57 კგ) ფინალში რუსი საიან ხერტეკი დაამარცხა.

ვერცხლის მედალი მინდია ლილუაშვილმა (68 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს სამბისტი ბექა ბერულავა (82 კგ) და ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) დაეუფლნენ.

საზეიმო ცერემონიას მინსკის „დინამოს სტადიონმა“ უმასპინძლა. გრანდიოზულიშოუს ფარგლებში თეატრალური წარმოდგენები დაიდგა. შოუს მონაწილეებმა მაყურებელს ბელარუსული კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს. 22 000 მაყურებლის წინაშე მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ჩაიარეს. საქართველოს დელეგაციის მედროშე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო.მეორე ევროპული თამაშები 30 ივნისს დასრულდება. 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.ევროპული თამაშების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს