ისანში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა.